პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც გლობალური საბინაო კრიზისი და ურბანული განვითარების საკითხები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე საკითხზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა, კერძოდ - 26 მაისიდანთბილისსა და ბაქოს შორის აღდგება ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა, ასევე ორივე ქვეყანა გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების კიდევ 20 წლით გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
როგორც ირაკლი კობახიძემ ამ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება რეგიონების დაბალანსებულ განვითარებასა და ურბანულ დაგეგმარებას მთავარ პრიორიტეტებად ასახელებს.