აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 30 დღით შეამსუბუქა - Palitra News

აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 30 დღით შეამსუბუქა

2026-05-18 21:43:55+04:00

აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 30 დღით შეამსუბუქა, - ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი ავრცელებს.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა დროებითი, 30-დღიანი გენერალური ლიცენზია გამოსცა, რომლითაც ქვეყნები ზღვებში მყოფ გემებზე დატვირთული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენას შეძლებენ.

„ლიცენზია ხელს შეუწყობს ნედლი ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციას და უზრუნველყოფს იმას, რომ ნავთობმა ენერგეტიკულად მოწყვლად ქვეყნებამდე მიაღწიოს“, - აცხადებს ბესენტი.

ცნობისთვის, ირანში ომის ფონზე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 30-დღიანი საშეღავათო ნებართვა პირველად 12 მარტს გამოსცა, რათა ქვეყნებს ზღვაში მყოფი სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეეძინათ.

გასულ თვეში აშშ-მა რუსული ნავთობის შესაძენად ლიცენზიის ვადა დამატებით 30 დღით, 16 მაისამდე გაახანგრძლივა.