ირანმა იცის, რა მოხდება მალე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, არ არის მზად, ირანთან რაიმე სახის დათმობაზე წავიდეს მას შემდეგ, რაც თეირანისგან ომის დასრულების შესახებ ახალი პასუხი მიიღო.
კითხვაზე, მზად არის თუ არა ირანის მხრიდან ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის დაწესებას დათანხმდეს, ტრამპმა უპასუხა, რომ „ახლა მზად არაფრისთვის არის“.
„შემიძლია გითხრათ, რომ მათ შეთანხმება იმაზე მეტად სურთ, ვიდრე ოდესმე, რადგან იციან, რა მოხდება მალე“, - განაცხადა ტრამპმა.