ღია წერილი ევროკავშირის ლიდერებს - პრემიერის გზავნილი ევროპულ სტრუქტურებს - Palitra News

ღია წერილი ევროკავშირის ლიდერებს - პრემიერის გზავნილი ევროპულ სტრუქტურებს

2026-05-19 12:47:24+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს: ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს. როგორც კობახიძე აღნიშნავს, ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ცალმხრივად, შეწყდა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან, რის შემდეგაც არაერთხელ იქნა უარყოფილი ქართული მხარის მიერ შეთავაზებული დისკუსიისა და თანამშრომლობის ფორმატები. მისი განმარტებით, ამგვარი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა იძულებულია მათ ღია წერილით, საჯაროდ მიმართოს.