თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 6 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. აღნიშნული მოწმეებიც, ისევე, როგორც გასულ სხდომაზე დაკითხულები, ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით მისცემენ ჩვენებას. პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.