შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათ შორის ერთი-ერთი წარსულში ნასამართლევი პირია. ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით 80 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.