რუსეთის ქალაქ იაროსლავლში სამრეწველო ობიექტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. დრონებით თავდასხმა დაადასტურა იაროსლავლის ოლქის გუბერნატორმა, მიხაილ ევრაევმაც. ასევე, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ქალაქ ხარკოვის ხოლოდნოჰირსკის და ნოვობავარსკის რაიონებში დრონებით იერიშები განახორციელეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ნოვობავარსკის რაიონში სამი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა სულ მცირე 25 კერძო სახლი და ერთი მრავალსართულიანი შენობა. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვაში იმ ანგარიშზე ისაუბრა რომელიც უკრაინის დაზვერვამ მას წარუდგინა, კერძოდ - რუსეთის ეკონომიკური დანაკარგების შესახებ. ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ომისთვის გარკვეული ფინანსური რესურსები გადადო, თუმცა არა იმდენი, რომ ომი უსასრულოდ გააგრძელოს.