საქართველოში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის და კვერცხის კი გაიზარდა - Palitra News

საქართველოში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის და კვერცხის კი გაიზარდა

2026-05-19 13:37:48+04:00

საქართველოში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის და კვერცხის კი გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია საუბარი. უფრო კონკრეტულად კი, 2026 წლის 1-ლი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, რძის წარმოებამ 107 მილიონ ლიტრზე ოდნავ მეტი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.2 %-ით ნაკლებია. სტატისტიკის თანახმად, წელს პირველ კვარტალში ხორცის წარმოებამ 18 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9%-ით მეტია.

რაც შეეხება კვერცხს, მიმდინარე წლის 1-ლი კვარტალის განმავლობაში წარმოებულია დაახლოებით 179 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.1%-ით მეტია.