ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

2026-05-19 13:55:08+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს 3- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას გულისხმობს, რომელიც 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.