ამ წუთებში საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს უნდა შეხვდეს. შიო მესამე პირადად მოისმენს დიუშენის პაციენტის მშობლების მოთხოვნებს. საპატრიარქოში შეხვედრა ორი კვირის წინ 8 მაისს გაიმართა, სადაც რამდენიმე მოთხოვნა დააყენეს, მათ შორის, სპეციალური ფონდის შექმნა და ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში დახმარება. ამ დღის შემდეგ დიუშენის პაციენტები საპატრიარქოსგან ზარს ელოდებოდნენ. პარალელურად, ხელისუფლება მზაობას გამოთქვამს ამ საკითხზე სასულიერო პირებთან იმსჯელოს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მთავარი ბარიერი არის კითხვა: მოიტანს თუ არა ახალი პრეპარატები სათანადო შედეგს, თუ კოლოსალურად დიდი თანხებით სახელმწიფო მხოლოდ ფარმაცევტულ მაფიას გაამდიდრებს. ამჯერად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპატრიარქო და იშუამდგომლებენ თუ არა სასულიერო პირები სახელმწიფოსთან?