„რა გეგმა აქვს ევროკავშირს, რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები გაერთიანების შიგნით და რა იქნება შემაშფოთებელი პროცესების საბოლოო შედეგი? - ამ კითხვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს: ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას მიმართავს. ღია წერილში მთავრობის მეთაური წერს, რომ ჩნდება განცდა, რომ ევროპული სივრცე თანდათან შორდება იმ პრინციპებს, რომლებმაც ის მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სიმბოლოდ აქცია, არადა მთელი ამ ხნის განმავლობაში ევროპული კურსიდან გადახვევაში ევროპელი ლიდერები, პირიქით ქართულ ოცნებას ადანაშაულებდნენ. ოპოზიციაში ხაზგასმითა აღნიშნავენ, რომ საქართველო ევროპის მიღმა რჩება და გამაოგენებლია, როცა დანიაში პოლიციის ძალადობაძე წუხს ადამიანი, რომლის ქვეყნის სამართალდამცავებმაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.