საჯარო განცხადებების კონტროლი - რას ითვალისწინებს შსს-ს ახალი ინიციატივა - Palitra News

საჯარო განცხადებების კონტროლი - რას ითვალისწინებს შსს-ს ახალი ინიციატივა

2026-05-19 15:41:29+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ახალი სამმართველო შეემატება, სამმართველოს ფუნქცია კი საქართველოს მოქალაქეების საჯარო განცხადებების შესწავლა იქნება. პოლარიზაცია, შუღლის გაღვივება და სიძულვილის ენა - საჯარო განცხადებები სწორედ ამ კრიტერიუმებით შეფასდება. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ რომ ახალი სამმართველოს შექმნა ქვეყანაში კრიტიკული ხმის ჩახშობას, რეპრესიებსა და ზეწოლას ემსახურება.პოლიტიკოსები ახალ ინიციატივას მორალის პოლიციის შექმნასთან აიგივებენ და განმარტავენ რომ საჯაროდ კრიტიკული აზრის გახმოვანება კონსტიტუციით ნებადართულია, მათივე თქმით აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას კიდევ უფრო შეზღუდავს.