ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - საქმეზე ექსპერტებს კითხავენ - Palitra News

ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - საქმეზე ექსპერტებს კითხავენ

2026-05-19 15:43:32+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება ალეკო ელისაშვილი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტი გიორგი ნებიერიძე და სასამართლოს მანდატურის თანამშრომელი, გიორგი რიჟამაძე დაიკითხებიან. ეკა ლემჯავა აშუქებს ტემას.