„ოპოზიციური ალიანსი“ 26 მაისის საპროტესტო აქციისთვის ემზადება - ამავდროულად, პოლიტიკური დაპირისპირება თავად გაერთიანების გარშემოც გრძელდება.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის ნებისმიერი აქტივობა, მათ შორის დაგეგმილი აქცია, მარცხისთვისაა განწირული. ხელისუფლების წარმომადგენლები ამის მთავარ მიზეზად ალიანსის შიდა უთანხმოებებსა და ოპოზიციისადმი საზოგადოების დაბალ მხარდაჭერას ასახელებენ.
ოპოზიციური პარტიები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას ყველაზე მეტად ოპონენტების ერთიანობისა და უკვე დაწყებული პოლიტიკური მობილიზაციის ეშინია.