პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირის ბრალდებით 3 პირი დააკავეს - Palitra News

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

2026-05-19 20:39:40+04:00

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ღონისძიებები სოფელ ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩაატარეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იყვნენ გაერთიანებული და უცხო ქვეყნიდან მიღებული მითითებებით მოქმედებდნენ. საქმე უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ეხება.

აღნიშნული დანაშაული 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.