ხელისუფლება აცხადებს, რომ აბორტისა და შობადობის საკითხებზე საპატრიარქოსთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისთვის მზად არის.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საქართველოში 2012 წელს 39 ათასზე მეტი აბორტი გაკეთდა, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 12 ათასზე ნაკლები იყო. პრემიერისშეფასებით, სტატისტიკის ცვლილებაზე გავლენა სასულიერო პირების გზავნილებმა მოახდინა.
17 მაისს შიო III-მ სამების ტაძარში დემოგრაფიულ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება ოჯახის, აბორტისა და შობადობის საკითხებზე გაამახვილა.