თბილისის მერი, კახა კალაძე „სამძიმრის წერილით“ გამოეხმაურა გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებას, თბილისთან ოფიციალური კავშირების შეწყვეტის შესახებ.
კალაძე აცხადებს, რომ გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებები ისტორიულ პარტნიორობასაც კი პოლიტიკური სპეკულაციის საგნად აქცევს. მისი შეფასებით, ცალმხრივი პოლიტიკური მიდგომების გამო მრავალწლიანი კულტურული და პარტნიორული ურთიერთობები ზიანდება.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ზაარბრიუკენი 51-წლიანი პარტნიორობის შემდეგ თბილისთან ყველა ოფიციალური კონტაქტის შეჩერებას განიხილავს. ინიციატივა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით არის დასაბუთებული და საკითხი საქალაქო საბჭოს სხდომაზე უნდა განიხილონ.