სასამართლოს გადაწყვეტილებით ნანუკა ჟორჟოლიანი ადმინისტრაციულ პატიმრობაში დარჩება - Palitra News

სასამართლოს გადაწყვეტილებით ნანუკა ჟორჟოლიანი ადმინისტრაციულ პატიმრობაში დარჩება

2026-05-19 20:52:30+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 2025 წლის დეკემბერში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევას ედავებოდა.

საქმე ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას უკავშირდება. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.