ევროპის საბჭოს მონაცემებით, პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში მე-4 ადგილზეა - Palitra News

ევროპის საბჭოს მონაცემებით, პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში მე-4 ადგილზეა

2026-05-19 20:54:07+04:00

ევროპის საბჭოს მონაცემებით, პატიმრების რაოდენობით საქართველო წევრ ქვეყნებს შორის მე-4 ადგილზეა.

ყოველ 100 ათას მოსახლეზე პატიმართა მაჩვენებლით რეგიონში პირველ ადგილს თურქეთი იკავებს, შემდეგ კი აზერბაიჯანი, მოლდოვა და საქართველო მოდიან. ანგარიში გასული წლის 31 იანვრის მდგომარეობას ასახავს.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში 8 592 პატიმარი იყო რეგისტრირებული. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 და 2025 წლებში პატიმრობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება უკრაინაში, სლოვაკეთში, ესტონეთსა და პოლონეთში დაფიქსირდა.