პრემიერის გზავნილი ბრიუსელს - „ევროპა საკუთარ ღირებულებებს შორდება“. როგორია ოპოზიციური სპექტრის შეფასებები - Palitra News

პრემიერის გზავნილი ბრიუსელს - „ევროპა საკუთარ ღირებულებებს შორდება“. როგორია ოპოზიციური სპექტრის შეფასებები

2026-05-19 20:55:31+04:00

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ლიდერებს ღია წერილით მიმართა და ევროპული გაერთიანების შიდა პროცესებსა და მომავალ მიმართულებაზე კითხვები დასვა.

წერილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას გაეგზავნა. კობახიძე აცხადებს, რომ ევროპაში მიმდინარე პროცესები ქმნის განცდას, თითქოს გაერთიანება თანდათან იმ ღირებულებებს შორდება, რომლებმაც ის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სიმბოლოდ აქცია.

ოპოზიციაში პრემიერის გზავნილებს მკვეთრად აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, საქართველო ევროპულ პერსპექტივას თავად ხელისუფლების პოლიტიკის გამო შორდება.