გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.
სოფლებში, ნაკიფუსა და დარჩელში მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს სხვადასხვა სახეობის, უმეტესად ჭადრის ხეები და ჯამში 41 მორი დაამზადეს.
დარჩელში გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.