კირილ დმიტრიევის განცხადებით, სტივ უიტკოფი რუსეთს უახლოეს მომავალში ეწვევა - Palitra News

კირილ დმიტრიევის განცხადებით, სტივ უიტკოფი რუსეთს უახლოეს მომავალში ეწვევა

2026-05-20 10:33:53+04:00

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ინვესტიციებისა და უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთს უახლოეს მომავალში ეწვევა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კირილ დმიტრიევმა რუსულ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ უიტკოფი რუსეთში ვიზიტით „უახლოეს მომავალში“ ჩავა.

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს უიტკოფის ვიზიტის თარიღი არ დაუკონკრეტებია.