დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდება ლევან ხაბეიშვილისა და ზოდელავას საქმეებზე განაჩენი. სახელმწიფო ბრალდება ლევან ხაბეიშვილს, მოხელისთვის ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება, ხოლო მურთაზ ზოდელავას, გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე აქვთ ბრალდება წარდგენილი.
დღეს სასამართლოსთან პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ხაბეიშვილს პოლიტიკური საქმიანობის გამო ასამართლებენ. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატმა განაცხადა, ლევან ხაბეიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი ადამიანია, რომელიც დაკავებულია სიტყვის გამო.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:30 საათზეა დანიშნული