პოლიტიკური განხილვის ერთერთი მთავარი თემაა „ქართული ოცნების“ ინიციატივა, რომლის თანახმადაც შსს-ში იქმნება ახალი სამმართველო და მისი ფუნქცია საჯარო განცხადებების პოლარიზაციის, შუღლისა და სიძულვილის ენის ნიშნებით შეფასება, შემდეგ კი ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყებს სტრუქტურა მუშაობას. ოპოზიციური პარტიები ამ ინიციატივას აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ მსგავსი მექანიზმი ქვეყანაში კრიტიკული აზრის შეზღუდვასა და ზეწოლის ზრდას ხელს შეუწყობს. ამავე საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი - მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობა უკვე არსებობს და საჭიროა მხოლოდ მისი აღსრულება