ირაკლი კობახიძის ღია წერილი ევროკავშირის ლიდერების მისამართით პოლიტიკურ განხილვად იქცა. პრემიერ-მინისტრმა ევროპული გაერთიანების შიდა პროცესებსა და მის სამომავლო მიმართულებებთან დაკავშირებით შეკითხვები დასვა.
წერილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას გაეგზავნა. კობახიძის შეფასებით, ევროპაში მიმდინარე პროცესები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ევროკავშირი თანდათან იმ ღირებულებებს შორდება, რომლებმაც ის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სიმბოლოდ აქცია.
როგორ ეხმაურებიან ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას ქართველი პოლიტიკოსები