რუსული მედიის ინფორმაციით, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს. ქვეყნების ლიდერები ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2 პრეზიდენტი დისკუსიას ჩაატარებს ორმხრივ ურთიერთობებზე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე, ორმხრივი ინტერესის საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე.