ირაკლი ზარქუა - პრემიერის წერილი იმ უმსგავსობაზეა, რაც ევროკავშირის სახელმწიფოში ხდება - სად არის ჰერჩინსკი? გამოდი აბა! რაც დანიაში მოხდა, დაგმე? დაგმობ და შენც დაგგმობენ კოლეგები - ეს არის, კიდევ ერთი ლუსტრაცია, რომ არაფერს წარმოადგენ - Palitra News

ირაკლი ზარქუა - პრემიერის წერილი იმ უმსგავსობაზეა, რაც ევროკავშირის სახელმწიფოში ხდება - სად არის ჰერჩინსკი? გამოდი აბა! რაც დანიაში მოხდა, დაგმე? დაგმობ და შენც დაგგმობენ კოლეგები - ეს არის, კიდევ ერთი ლუსტრაცია, რომ არაფერს წარმოადგენ

2026-05-20 13:07:11+04:00

პრემიერის წერილი იმ უმსგავსობაზეა, რაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ხდება - სად არის ჰერჩინსკი? გამოდი აბა! ევროკავშირის წარმომადგენელი ხომ ხარ საქართველოში? ის რაც მოხდა დანიაში, დაგმე? დაგმობ და შენც დაგგმობენ შენი კოლეგები იქიდან - ეს არის, შენი კიდევ ერთი ლუსტრაცია, რომ არაფერს წარმოადგენ, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით იგი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთვისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთვის გაგზავნილ ღია წერილს.

ზარქუას თქმით, მათი მხრიდან პასუხის მოლოდინი არ აქვთ, თუმცა ამ წერილით „კიდევ ერთხელ მიანიშნეს და ნიღაბი ჩამოხსნეს ევრობიუროკრატებს და მათ უსამართლობას და უნამუსობას”.

„პრემიერის წერილი იმ უმსგავსობაზეა, რაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ხდება, სადაც დღისით, მზისით აქტივისტებს პოლიცია შეიძლება ხელკეტებით დაუპირისპირდეს, ძაღლები მიუსიოს და ამაზე რეაგირება არცერთმა საჯარო პირმა არ მოახდინოს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ევრობიუროკრატების და ევროჩინოვნიკების უსამართლობაზე, ორმაგ სტანდარტზე და უნამუსობაზე.

ჩვენთან ფეხი რომ გადაუბრუნდეს რომელიმე აქტივისტს, ჯერ ხომ უსამშობლოების ადგილობრივი წარმომადგენლობა მათი ე.წ. უფლებადამცველები, რომლებიც დაფინანსებულები არიან თავიანთი პატრონებისგან, ბრიფინგს ბრიფინგზე მოაწყობენ. შემდეგი ტალღა იქნებოდა ელჩების განცხადებები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობას ვერ იტანენ. მესამე ტალღა იქნებოდა ევროჩინოვნიკები: რაისა კომუნისტკა, კუბილიუსა - ვარსკვლავთმრიცხველი, კალასი - თავქარიანი და ბოლო უილსონი, რომ თქვა: „საქართველო ანაკლიის გავლით რუსეთს იარაღს აწვდისო“. აი, ამ კომპეტენციის, ამ მიდგომის და ამ შემართების ადამიანები დაეწყობოდნენ და ყოველდღიურად დაგმობდნენ საქართველოს ხელისუფლებას და მმართველ პარტიას. ხოლო იქ, სადაც ეს ტრაგედია ტრიალებდა, დღემდე ხმა არ ამოუღიათ, არც შეიმჩნიეს.

ეს არის ამათი უსამართლობის და ორმაგი სტანდარტის ლუსტრაცია. ბუნებრივია, ჩვენ არც ველოდებით, ან რა პასუხი უნდა გასცეს? გერმანიის ელჩი გარბოდა და ემალება ჟურნალისტებს ამ თემაზე საპასუხოდ. სად არის ჰერჩინსკი? გამოდი აბა! ევროკავშირის წარმომადგენელი ხომ ხარ საქართველოში? ის რაც მოხდა დანიაში, დაგმე? დაგმობ და შენც დაგმობენ შენი კოლეგები იქიდან. ეს არის, შენი კიდევ ერთი ლუსტრაცია, რომ არაფერს წარმოადგენ. არანაირი ადამიანის უფლებების დაცვა არ არის ეს, ეს არის უბრალოდ მცდელობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გაილაშქროთ, იმიტომ, რომ ჩამოანგრიოთ მმართველი პარტია, ლეგიტიმური ხელისუფლება და შემდეგ დასვათ მარიონეტები, როგორც ჰყავს კიშინიოვს, მოლდოვას და კიდევ ასეთ უსამშობლოებს.

ეს არის ჩვენი პოზიცია! არ ველოდებით, ჩვენ, უბრალოდ, კიდევ ერთხელ მივანიშნეთ და ნიღაბი ჩამოვხსენით ამ ევრობიუროკრატებს, მათ უსამართლობას და უნამუსობას”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.