ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - თუ ირანის წინააღმდეგ აგრესია განმეორდება, ომი რეგიონს გასცდება და ჩვენი გამანადგურებელი დარტყმები ფერფლად გაქცევთ - Palitra News

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - თუ ირანის წინააღმდეგ აგრესია განმეორდება, ომი რეგიონს გასცდება და ჩვენი გამანადგურებელი დარტყმები ფერფლად გაქცევთ

2026-05-20 13:09:35+04:00

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თუ აშშ თეირანზე თავდასხმებს განაახლებს ომი ახლო აღმოსავლეთის საზღვრებს გასცდება, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თუ ირანის წინააღმდეგ აგრესია განმეორდება, დაპირებული რეგიონული ომი ამჯერად რეგიონს გასცდება და ჩვენი გამანადგურებელი დარტყმები ისეთ ადგილებში, რომელთა წარმოდგენაც ძნელია, ფერფლად გაქცევთ“, - აღნიშნულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.

ცნობისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ საუდის არაბეთმა, კატარმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმის გადადება 2 ან 3 დღით სთხოვეს.

„მათ მოკლე ვადით გადადება გვთხოვეს, რადგან ფიქრობენ, რომ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. თუ შევძლებთ, რომ ირანის ხელში ბირთვული იარაღი არ აღმოჩნდება და ისინი კმაყოფილები იქნებიან, მაშინ ალბათ, ჩვენც კმაყოფილები ვიქნებით. ჩვენ მასშტაბური თავდასხმისთვის ხვალისთვის ვემზადებოდით. ცოტა ხნით გადავდე, იმედია სამუდამოდ, მაგრამ ალბათ ცოტა ხნით, რადგან ირანთან სერიოზული მოლაპარაკებები გვაქვს და ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ეს“, - განაცხადა ტრამპმა.