სინოპტიკოსების პროგნოზით, 21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი - Palitra News

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი

2026-05-20 13:53:58+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

„21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.