დიმიტრი პესკოვი - გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იქამდე, ვიდრე ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ - Palitra News

დიმიტრი პესკოვი - გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იქამდე, ვიდრე ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ

2026-05-20 14:05:31+04:00

რუსეთი, კიევის აგრესიული რიტორიკის ფონზე, გააგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იქამდე, ვიდრე თავის მიზნებს არ მიაღწევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ზელენსკის აგრესიული განცხადებების ფონზე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იქამდე, ვიდრე ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ“, - აღნიშნა პესკოვმა.