საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს.
"თვითმხილველების თქმით, მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა“, - ნათქვამია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ფოტო: ნიუსჰაბი