პირი, რომელიც საპატრიარქოს ეზოსთან ავტომობილით შევარდა და ჭიშკარი შეანგრია, დაკავებულია - Palitra News

პირი, რომელიც საპატრიარქოს ეზოსთან ავტომობილით შევარდა და ჭიშკარი შეანგრია, დაკავებულია

2026-05-20 15:30:29+04:00

საპატრიარქოს ეზოსთან მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ცნობისთვის, საპატრიარქოს ეზოში ცოტა ხნის წინ ავტომობილი შევარდა და ჭიშკარი შეანგრია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.