ცენზურა თუ სიძულვილის ენის წინაარმდეგ ბრძოლა - რას ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნა, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება. საკითხზე აზრი ორად იყოფა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აუცილებლია, რათა დაუპირისპირდნენ მათივე შეფასებით, ბრიუსელიდან წაქეზებულ სიძლვილის ენას და საზოგადოება გაერთიანდეს. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ პოლარიზაციის აღმოფხვრა მსგავსი ხერხებით შეუძლებელია და პირიქით, ამ ნაბიჯით ხელისუფლება საზოგადოების კონტროლს ცდილობს. ვის რა მოსაზრება აქვს საკითხზე?