მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი ხვალ, 21 მაისს, 14:00 საათზე გამოცხადდება. საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს. დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ლევან ხაბეიშვილმა, მურთაზ ზოდელავა სხდომას არ დასწრებია.