ოპოზიციური ალიანსი 26 მაისის მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება - მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას "ნაც.მოძრაობა" - Palitra News

ოპოზიციური ალიანსი 26 მაისის მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება - მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას "ნაც.მოძრაობა"

2026-05-20 15:48:26+04:00

ოპოზიციური ალიანსი 26 მაისისთვის მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება და აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის დღე წელს პროტესტისა და ეროვნული მობილიზების მთავარი თარიღი იქნება. თუმცა 18 მაისს , აქციის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების არყოფნამ გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა 26 მაისის აქცია სააკაშვილის პარტიის გარეშე ჩაიაროს. დღეს ამ საკითხზე კითხვებს თავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უპასუხეს, მათი თქმით, საორგანიზაციო შეხვედრებსა და ღონისძიებებში ისინი აქტიურად მონაწილეობენ და 26 მაისსად რუსთაველის გამზირზე თანამოაზრეებთან ერთად იდგებიან.