ურსულა ფონ დერ ლაიენი - ბალტიის ქვეყნების მიმართ რუსეთის საჯარო მუქარა სრულიად მიუღებელია - ევროკავშირის ერთი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუქარა მთელი კავშირის წინააღმდეგ მუქარას ნიშნავს - Palitra News

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ბალტიის ქვეყნების მიმართ რუსეთის საჯარო მუქარა სრულიად მიუღებელია - ევროკავშირის ერთი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუქარა მთელი კავშირის წინააღმდეგ მუქარას ნიშნავს

2026-05-20 15:47:21+04:00

რუსეთის საჯარო მუქარა ბალტიის ქვეყნების მიმართ სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, ერთი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუქარა მთელი კავშირის წინააღმდეგ მუქარას ნიშნავს.

„არავითარი ეჭვი არ უნდა არსებობდეს: ერთი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუქარა მთელი ჩვენი კავშირის წინააღმდეგ მუქარაა. რუსეთი და ბელარუსი პირდაპირ არიან პასუხისმგებლები დრონებზე, რომლებიც ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის მოსახლეობის სიცოცხლესა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისი განცხადებით, ევროპა ამას ერთიანობითა და სიმტკიცით უპასუხებს.

„გავაგრძელებთ ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გაძლიერებას ძლიერი კოლექტიური თავდაცვისა და ყველა დონეზე მზადყოფნის განმტკიცების გზით“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.