პოლიციამ დააკავა თათია მექვაბიშვილი, რომელსაც სასამართლომ 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა - Palitra News

პოლიციამ დააკავა თათია მექვაბიშვილი, რომელსაც სასამართლომ 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

2026-05-20 17:44:21+04:00

თათია მექვაბიშვილი, რომელსაც სასამართლომ 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, რუსთაველზე, პარლამენტის წინ დააკავეს.

საპროტესტო აქციების მონაწილე თათია მექვაბიშვილს, ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნური შეფერხების გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დღეს, მოსამართლე თორნიკე კაპანაძის გადაწყვეტილებით შეეფარდა.

რუსთაველის გამზირზე მისულმა თათია მექვაბიშვილმა თავად დარეკა 112-ში და შეატყობინა, რომ მის დასაკავებლად ეკიპაჟი გაეგზავნათ.