გავითვალისწინეთ რუსეთის მიერ 100 000 ადამიანის მობილიზების თაობაზე ინფორმაცია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკიმ მიანიშნა უკრაინის გეგმებზე რუსეთში თავდასხმების გაფართოებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უკრაინა აპირებს უფრო ხელშესახებად აიძულოს რუსეთი, აგრესია შეამციროს.
“რაც შეეხება რუსეთის მიმართულებებს, ვაპირებთ ჩვენი შორი მოქმედების „სანქციების“ წვდომის გაფართოებას, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს თავისი ეფექტურობა, და რუსეთის უფრო ხელშესახებად იძულებას, რომ თავისი აგრესია შეამციროს. ასევე, გავითვალისწინეთ ინფორმაცია რუსეთის მიერ ახალი სამობილიზაციო ნაბიჯებისთვის მომზადებაზე - პლუს 100,000 ადამიანი. გვჯერა, რომ დღეის მდგომარეობით, რუსეთს არ გააჩნია ფარული მობილიზაციის ასეთი პოტენციალი, ამიტომ უნდა ველოდოთ სხვა ფორმატით რუსეთის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ისეთებს, როგორიცაა მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება.
უკრაინა აუცილებლად დაიცავს თავს და ახლა ჩვენი ამოცანაა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო ისე, რომ რუსეთის მიერ ჩრდილოეთ უკრაინაში ომის გაფართოების ხუთი სცენარიდან არცერთმა არ მიაღწიოს წარმატებას. მადლობა ყველას ვინც გვეხმარება!”, - წერს ზელენსკი.