ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება - ტრამპი ირანზე ზეწოლას აძლიერებს - Palitra News

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება - ტრამპი ირანზე ზეწოლას აძლიერებს

2026-05-20 20:31:35+04:00

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომი ძალიან სწრაფად დასრულდება. აშშ-ის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობის თავიდან აცილება პრიორიტეტად რჩება. ამავდროულად, აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები „ვალუტის გადამცვლელ რამდენიმე ობიექტს, აღნიშნულ ობიექტებთან დაკავშირებულ პერსონალსა და ფარულ კომპანიებს“ დაუწესდათ. მათივე ცნობით, სამიზნე ასევე გახდა 19 გემი, რომლებსაც ირანი სანქციებისგან თავის არიდების მიზნით იყენებდა. აშშ-ის სახაზინო მდივანი აცხადებს, რომ ხაზინა თეირანის ჩრდილოვან საბანკო სისტემას სისტემატიურად ანადგურებს.