საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ კვირას კვიპროსში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთთან პოტენციური მომლაპარაკებლის პოზიციაზე ევროკავშირის კანდიდატებს განიხილავენ.გამოცემის წყაროების ცნობით, წევრი სახელმწიფოები განიხილავენ თუ ვინ შეიძლება წარმოადგინოს ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებში, კერძოდ, პოტენციურ კანდიდატებს შორის საუბარია იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგისა და გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის შესახებ. ამავდროულად, უკრაინული მედია იუწყება, რომ ევროკავშირმა და უკრაინამ 8.35 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.