სასამართლო ლევან ხაბეიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს - Palitra News

სასამართლო ლევან ხაბეიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

2026-05-20 20:34:43+04:00

მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი ხვალ 14:00 საათზე გამოცხადდება. საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს. დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ლევან ხაბეიშვილმა. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, ის სხდომას არ ესწრებოდა.