თვითმხილველები: "მამაკაცი საპატრიარქოს ეზოში ბოთლებს ისროდა და იგინებოდა" - Palitra News

თვითმხილველები: "მამაკაცი საპატრიარქოს ეზოში ბოთლებს ისროდა და იგინებოდა"

2026-05-20 20:41:20+04:00

უკვე რამდენიმე საათია, რაც საპატრიარქოს ეზოში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. საქმე ეხება, დღევანდელ ინციდენტს, რა დროსაც, საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბოთლებს ისროდა და იგინებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი პირი დააკავეს. მოტივი უცნობია. როგორც ცნობილია, საპატრიარქოში ცოტახნისწინ მივიდა დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.