26 მაისის საპროტესტო აქციამდე 6 დღე რჩება - ოპოზიციური ალიანსი მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდებს - Palitra News

26 მაისის საპროტესტო აქციამდე 6 დღე რჩება - ოპოზიციური ალიანსი მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდებს

2026-05-20 20:44:44+04:00

6 დღე ოპოზიციური ალიანსის მხრიდან დაანონსებულ საპროტესტო აქციამდე - დამოუკიდებლობის დღეს, სიმბოლურად შერჩეულ თარიღზე, ალიანსის წევრები მოქალაქეებს დედაქალაქში ელოდებიან. მიზანი - ერთიანობისა და მრავალრიცხოვნობის ჩვენებაა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. თითქმის ორი თვის წინ დაანონსებული კამპანია, ალიანსის შიგნით აზრთასხვადასხვაობებითაც ხასიათდებოდა. რეგიონში შეხვედრებისას, სხვადასხვა ღონისძიებაში ნაციონალური მოძრაობის არ ყოფნამ, ერთობის სრულყოფილებაზე კითხვებიც გააჩინა, თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ 26 მაისს მხარდამჭერებთან ერთად იდგებიან და მთავარ მოთხოვნებს გააჟღერებენ.