რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პეკინში ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი უნდა შეეწინააღმდეგონ ყველა სახის დაშინებას. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა, გააგრძელოს პეკინის ენერგომომარაგება. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვს საერთაშორისო ასპარეზზე სტაბილიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი როლი აქვს. თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმაც ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუსეთ-ჩინეთის ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომში გაძლიერებისა და გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს.