სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა თუ კონტროლის მექანიზმი? - განსხვავებული მოსაზრებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა თუ კონტროლის მექანიზმი? - განსხვავებული მოსაზრებები პოლიტიკურ სპექტრში

2026-05-20 20:48:02+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სპეციალური სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილება უკვე რამდენიმე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა. დაანონსებული ახალი სამმართველოს ამოცანა საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება იქნება. მმართველი გუნდი გამოწვევის სიმძაფრეზე საუბრობს და აცხადებენ, რომ სამმართველოს შექმნა, ამ პრობლემის დაძლევისთვის ხელშემწყობი მექანიზმი იქნება. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ პოლარიზაციის აღმოფხვრა მსგავსი ხერხებით შეუძლებელია და პირიქით, ამ ნაბიჯით ხელისუფლება საზოგადოების კონტროლს ცდილობს.