ოპოზიცია ქვეყანაში „ნარკოპანდემიის ახალ ტალღაზე“ საუბრობს - Palitra News

ოპოზიცია ქვეყანაში „ნარკოპანდემიის ახალ ტალღაზე“ საუბრობს

2026-05-20 20:49:54+04:00

„ძლიერი საქართველო - ლელო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს: დაუყოვნებლივ გადახედონ ნარკოპოლიტიკას, გამოაქვეყნონ ნარკოტიკით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევათა სრული და რეალური სტატისტიკა; მიიღონ ქმედითი და სისტემური გადაწყვეტილებები, რათა ქვეყანაში ნარკოპანდემიის ახალი ტალღა შეჩერდეს - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უკვე მესამე წელია, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უკონტროლოა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სიტუაციას ვერ მართავს. მდგომარეობას მწვავედ აფასებს ნარკოლოგი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზურაბ სიხარულიძეც. მისი თქმით, ზიანის შემცირების პოლიტიკის გაძლიერების ნაცვლად, სახელმწიფო არაეფექტურ მიდგომებს ინარჩუნებს, რაც მძიმე შედეგებს იწვევს.