ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტში განათლების მინისტრს ინტერპელაციის წესით იბარებს - Palitra News

ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტში განათლების მინისტრს ინტერპელაციის წესით იბარებს

2026-05-20 20:50:49+04:00

ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ, გივი მიქანაძეს ინტერპელაციის წესით იბარებს. აღნიშნული განცხადება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე გააკეთა. როგორც ის განმარტავს, მათ უკვე გააგზავნეს კითხვები, რომლებიც ეხება განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას, ზოგად განათლებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება მოქალაქეების მომავალს.