„ბრიტანეთის მთავრობა ფარისევლურად მოიქცა“ - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ლონდონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ნაწილობრივ შეარბილა. პაპუაშვილის თქმით, ბრიტანეთის ელჩი ქართულ ხელისუფლებაზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა საქართველოში რუსული ნავთობპროდუქტები არ შემოსულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანაში საწვავისა და ცხოვრების გაძვირებას გამოიწვევდა. ევროკავშირს ღია კითხვებით მიმართავს საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძეც, რომელიც ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს წერილს უგზავნის და აცხადებს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი ცალმხრივად შეწყვიტა.