დონალდ ტრამპი - შესაძლოა ირანზე უფრო ძლიერად დარტყმა მოგვიწიოს, შესაძლოა არა - ვნახოთ, რა მოხდება - Palitra News

დონალდ ტრამპი - შესაძლოა ირანზე უფრო ძლიერად დარტყმა მოგვიწიოს, შესაძლოა არა - ვნახოთ, რა მოხდება

2026-05-20 22:50:41+04:00

შესაძლოა ირანის წინააღმდეგ უფრო ძლიერად დარტყმა მოგვიწიოს, შესაძლოა არა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

“ვნახავთ, რა მოხდება. ძალიან ძლიერად დავარტყით. შესაძლოა უფრო ძლიერად დარტყმა მოგვიწიოს, მაგრამ შესაძლოა არა. არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ძალიან მარტივია”, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალა დიდწილად “გაქრა” და ერთადერთი კითხვაა, დაბრუნება თუ არა აშშ სამუშაოს დასასრულებლად, თუ ირანი შეთანხმებას მოაწერს ხელს.

“ყველაფერი გაქრა. მათი საზღვაო ძალები გაქრა. მათი საჰაერო ძალები გაქრა. თითქმის ყველაფერი. ერთადერთი კითხვაა, წავალთ და ბოლომდე მივიყვანთ, თუ არა საქმეს? - მოაწერენ თუ არა ხელს დოკუმენტს? ვნახოთ, რა მოხდება,” - განაცხადა ტრამპმა.