საზოგადოებრივი მოძრაობა „ჯერ საქართველოს თანადამფუძნებლის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ შემოდგომაზე ახალი არჩევნები დანიშნოს. მისი განცხადებით, ამ ვარაუდის გაკეთების საშუალებას სხვადასხვა ინდიკატორი იძლევა. გადაცემა 360 გრადუსში ყიფიანმა აღნიშნა რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში წინააღმდეგობის მოძრაობის და პოლიტიკური აქტივიზმის გასტერილებას ცდილობს, რაც შეიძლება ვადამდელ არჩევნებზე მიუთითებდეს.